"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ენტონი მარსიალმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და გუნდის ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.
"ყველაფერი სათამაშო ნომრით დაიწყო. პრე-სეზონის დროს მოურინიომ მესიჯი მომწერა და ამიხსნა, რომ მაგარი იქნებოდა, თუ ავიღებდი 11 ნომერს, რომელიც აქამდე ლეგენდარული რაიან გიგზის ციფრი გახლდათ.
მე ვუპასუხე, რომ გიგზს პატივს ვცემ, მაგრამ მინდა შევინარჩუნო 9 ნომერი. დავბრუნდი კლუბში და ვნახე ჩემი მაისური 11 ნომრით.
მოურინიომ უპატივცემულობა გამოიჩინა. პრესაში მან ჩემზე მხოლოდ მოკლე წინადადებებით ისაუბრა, როგორც ეს გააკეთა კარიმ ბენზემასთან მიმართებაში მადრიდის "რეალში" მუშაობის დროს.
2017/2018 წლების სეზონის პირველ ნაწილში მე ვიყავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ მან ალექსის სანჩესი მოიყვანა და ჩემი სათამაშო დრო შეიზღუდა რაც ძვირად დამიჯდა, რადგან საფრანგეთის ნაკრები იმ დროს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მე იქ უნდა ვყოფილიყავი", - განაცხადა მარსიალმა France Football-თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.