თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2022, 06:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 977,
კომენტარები: 3
მარსიალი: "ის მე პატივს არ მცემდა"
ფრანგი მოურინიოს შესახებ ისტორიას იხსენებს.
მარსიალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ენტონი მარსიალმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და გუნდის ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.

"ყველაფერი სათამაშო ნომრით დაიწყო. პრე-სეზონის დროს მოურინიომ მესიჯი მომწერა და ამიხსნა, რომ მაგარი იქნებოდა, თუ ავიღებდი 11 ნომერს, რომელიც აქამდე ლეგენდარული რაიან გიგზის ციფრი გახლდათ.

მე ვუპასუხე, რომ გიგზს პატივს ვცემ, მაგრამ მინდა შევინარჩუნო 9 ნომერი. დავბრუნდი კლუბში და ვნახე ჩემი მაისური 11 ნომრით.

მოურინიომ უპატივცემულობა გამოიჩინა. პრესაში მან ჩემზე მხოლოდ მოკლე წინადადებებით ისაუბრა, როგორც ეს გააკეთა კარიმ ბენზემასთან მიმართებაში მადრიდის "რეალში" მუშაობის დროს.

2017/2018 წლების სეზონის პირველ ნაწილში მე ვიყავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ მან ალექსის სანჩესი მოიყვანა და ჩემი სათამაშო დრო შეიზღუდა რაც
ძვირად დამიჯდა, რადგან საფრანგეთის ნაკრები იმ დროს გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მე იქ უნდა ვყოფილიყავი",
- განაცხადა მარსიალმა France Football-თან ინტერვიუში.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2022 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
jozesgan chveulebrivi ambavia es
0
№2
ავტორი: shotkin
12 სექტემბერი 2022 22:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმ ნაწილში არ ვეთანხმები როცა ამბობს სანჩესის მოყვანამ მავნოო, მახსოვს ეგ დრო, დიდად არ ბრწყინავდა მარსიალი და ეთამაშა კარგად და არავინ მოიყვანდა სანჩესს, გასაგებია ეს ნომრის გამო განაწყენება მარა ამხელა კლუბში თამაშისთვის ხალხი ვენებს იჭრის დაეტიე და ითამაშე რა და ის 9 ნომერი ისევ დაგიბრუნდება ან ფეხბურთელის წასვლის გამო ან ახალი მწვრთვნელის მოსვლის მერე, გასაგებია მოუ კარგად არ მოიქცა მარა ეს ბუტიაობა რო კლუბს ვნებს ამას ხო უნდა ხვდებოდე არა? სწორედ ამიტოა როა სეთი მენტალიტეტის ხალხი არუნდა იყოს კლუბში, აგერ სქოულზი 22 ნომრით თამაშობდა , მთავარია კლუბი გიყვარდეს და გულით ითამაშო , მაინც არაა ეს გამართლება რა !!! ძაან ბავშვური ქცევაა!!!
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2022 10:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანჩესის მოსვლამდე მართლა მაგარ ფორმაში იყო მარსიალი, მერე ვერც იმან ვერ გაამართლა და ესეც ამოვარდა ფორმიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top