"იუნაიტედი" "მილანის" სანაცვლოდ. შეთავაზება რომელიც კლუბის პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა დიოგო დალომ დაბლოკა. ამის შესახებ Metro იუწყება.
წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს სურს გააგრძელოს ბრძოლა "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის. ის იმედოვნებს, რომ პერსპექტიულად ითამაშებს ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით.
ამ სეზონში დალომ პრემიერ ლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა, პირად აქტივში კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"მანკუნიანელებთან" კონტრაქტი 2023 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი. დიოგოს სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.