9-09-2022, 08:01
ნანახია: 1144,
კომენტარები: 5
ოფიციალურად: ხუან მატა თურქული კლუბის ღირსებას დაიცავს
ყოფილი "მანჩესტერელის" ახალი გამოწვევა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისათვის ერთ ერთი ფავორიტი ფეხბურთელი ხუან მატა კარიერის ახალ ეტაპს იწყებს.
"წითელი ეშმაკების" ყოფილი ნახევარმცველი ასპარეზობას თურქულ კლუბში გააგრძელებს.
34 წლის ესპანელმა "გალათასარაისთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა, ერთი სეზონით ავტომატურად გახანგრძლივების შესაძლებლობით.
აღნიშნულ კლუბში შემტევი ნახევარმცველი წელიწადში დაახლოებით 1,9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მატამ ინგლისური გრანდი მიმდინარე სეზონის დასაწყისამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ხუანის საფეხბურთო კარიერას ასევე ამშვენებს ლონდონის "ჩელსიში" ესპანურ "ვალენსიაში" და მადრიდის "რეალის" დუბლებში ასპარეზობის გამოცდილება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.