"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "რეალ სოსიედადთან" ევროპის ლიგის 1-ლი ტურის მატჩისდღეს 37 წლის თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
სპეციალისტმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი შემტევი მზადაა მომავალ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში გამოცდილი ფეხბურთელი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში.
გარდა ამისა ძირითად გუნდში შესაძლოა გამოჩნდეს ჰარი მაგუაიერიც რომელიც ასევე სათადარიგო შემადგენლობის წევრი გახდა.
"რა თქმა უნდა, ის მზადაა სასტარტო თერთმეტეულში მოხვდეს სეზონის უმეტეს მატჩებში", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს Goal.Com
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რეალ სოსიედადი" დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.