ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობის ახალწვეულმა ენტონიმ გუშინ გამართული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ის ემოციები გააზიარა რომელიც ამ შეხვედრიდან მიიღო.
შეგახსენებთ რომ "არსენალთან" შეხვედრაში რომელიც ენტონისთვის სადებიუტო გახლდათ, ანგარიში სწორედ მან გახსნა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა.
"რა წარმოუდგენელი დღეა! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბს და ჩემს პარტნიორებს.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე! ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის", - წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ენტონი "მანჩესტერ იუნაიტედს" ბონუსების ჩათვლით 100 მილიონი ევრო დაუჯდა.
ბრაზილიელი კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა პოლ პოგბას შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.