პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ბოლო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო მატჩში სეზონის ხუთივე გახსნით მატჩში მოგებულ გუნდს - ლონდონის "არსენალს* უმასპინძლა.
ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა და ეს "წითელი ეშმაკების" ახალწვეულმა ბრაზილიელმა ენტონიმ ითავა, რომელსაც ასისტენტობა მარკუს რაშფორდმა წარმატებით გაუწია.
მეორე ტაიმში კი მარკუსი თავადაც შეუდგა თანაგუნდელის დაწყებულ საქმეს - ორი გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვება უზრუნველყო.
"ოლდ ტრაფორდელების" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშითა და მენტალიტეტით, ეს მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
"პირველი 10 წუთი ჩვენთვის საუკეთესო იყო ამ სეზონში. მას შემდეგ რაც გოლი გაუქმდა, ბრუნვა ოდნავ დაეცა. მაგრამ ზოგადად ყველაფერი კარგად იყო - კარგი გუნდური მუშაობა, მებრძოლი ხასიათი, მეტოქეს შანსები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ. მატჩში შევძელით შეტევაც და დაცავაც, ეს ძალიან კარგია. მომწონს ეს მენტალიტეტი", - განუცხადა ტენ ჰაგმა Sky Sports-ს.
ინგლისის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" გასვლითი თამაში "კრისტალ პალასთან" ექნება.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.