"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმაერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
37 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში პრემიერ ლიგის ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, მაშინ, როდესაც "წითელმა ეშმაკებმა" "ბრენტფორდთან" 4-0 დათმეს შეხვედრა.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში პორტუგალიელი სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და სწორედ აღნიშნულიდან უერთდებოდა თამაშის მიმდინარეობას.
სწორედ ამ საკითხზე ისაუბრე მენეჯერმა და მცირედი განმარტებაც გააკეთა.
"ზოგჯერ კრიშტიანუს მეგობარი ვიქნები, ზოგჯერ მასწავლებელი. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე. როგორც ყველამ იცის, მან გამოტოვა პრე-სეზონი.
ხოლო ეს მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდი აღდგენის პროცესს იწყებს. პირველ გუნდში სათამაშოდ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ტაქტიკური მზადყოფნაა საჭირო", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.