რუნის მანჩესტერში დარჩენის საკითხი თავად თავდამსხმელმა დასვა კითხვის ნიშნის ქვეშ. ინგლისელი ფორვარდი შეიძლება "ბარსელონაში" გადმობარგდეს. გარკვეული ჭორები რუნის "ბარსაში" გადასვლაზე ადრეც დადიოდა, მაგრამ ახლა ამ საკითხმა მეტი სერიოზული ხასიათი შეიძინა.
მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა მანჩესტერ "იუნაიტედი", რუნიმ უკმაყოფილება გამოთქვა და საეჭვო გახადა მისი ინგლისში დარჩენის საკითხი.
რუნის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ფუნტია. თავად 27 წლის ფეხბურთელს გადაბარგება ესპანეთში სურს და ესპანური კლუბებიდან მასთან ყველაზე ახლოს "ბარსელონაა".