გაკპოს მიმდინარე ზაფხულში ხშირად უკავშირდებდნენ მანჩესტერულ გრანდს, შემტევსაც უარი ნამდვილად არ განუცხადებია შესაძლო გადასვლაზე ინგლისში. თუმცა, მის მოყვანას დამატებით £30 მილიონი გირვანქა სტერლინგი სჭირდება, იმის ფონზე რომ ენტონი თითქმის უკვე გადმოსულია და მასში ძალიან დიდი თანხა იქნება გადახდილი, გაკპოს ტრანსფერი ძალიან საეჭვო ხდება. იწერებოდა რომ "იუნაიტედი" მაინც ეცდებოდა გაკპოს მოყვანას მიუხედავად იმისა, შედგებოდა თუ არა ენტონის ტრანსფერი.
ამ ინფორმაციას ახლახანს პასუხი Sky Sports-ის ჟურნალისტმა, Dharmesh Sheth-მა გასცა - "ახლა უკვე ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაკპოსთვის ბრძოლას შეწყვეტს. გაკპომ დღეს "ექსელსიორთან" მატჩი ძირითადიდან დაიწყო". ამ ინფორმაციების მიუხედავად, ბოლომდე ცნობილი მაინც არაა ენტონის ყიდვის შემდეგ სხვა შემტევს დაუწყებს თუ არა ძიებას "იუნაიტედი".