The Times-ის ჟურნალისტის, Duncan Castles-ის ინფორმაციით, ტენ ჰაგმა რონალდუს მიერ კლუბის დატოვებას მწვანე შუქი აუნთო. სეზონის დასაწყისში ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ღიად დააფიქსირა რომ ლეგენდარული პორტუგალიელი მის გეგმებში შედიოდა, თუმცა, როგორც ჩანს მისი ეს მიდგომა "ბრენტფორდთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ შეიცვალა. ტენ ჰაგი ფეხბურთელის თამაშით ძალიან უკმაყოფილო იყო, ასევე მან ვერ დაინახა მისი ფიზიკური ძალისხმევა, ამ დამოკიდებულებამ კი თავის მხრივ კრიშტიანუს უკმაყოფილობა გამოიწვია.
ასე რომ, ტენ ჰაგი მზადაა რონალდუს შეელიოს. როგორც წყაროები იუწყებიან, გლეიზერებიც მზად არიან შეელიონ იმ კომერციულ დანაკარგს რასაც პორტუგალიელის წასვლა გამოიწვევს და მას დაემშვიდობონ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერაც არაა ცნობილი რონალდუს მომავალი. მას ჯერაც არ მიუღია რაიმე სახის ოფიციალური შეთავაზება კლუბებისგან, რასაც დიდი ალბათობით მისი უზარმაზარი ხელფასი იწვევს. გარანტირებული ნამდვილად არაა რომ იგი კლუბს დატოვებს.