თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2022, 06:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1105,
კომენტარები: 7
ენტონი თამაშზე უარს აცხადებს
ფეხბურთელს "იუნაიტედში" ასპარეზობა სურს.
ენტონი თამაშზე უარს აცხადებს
ამსტერდამის "აიაქსის" გარემარბი ენტონი უარს აცხადებს იასპარეზოს თავის ამჟამინდელ კლუბში.

ბრაზილიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ ამსტერდამელთა დარწმუნება 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვაში მაინც ვერ მოხერხდა.

"წითელმა ეშმაკებმა" მათ 90 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს - თუმცა "აიაქსი" კიდევ უფრო მეტს ითხოვს.

ამავდროულად, თავად მოთამაშე ღიად სთხოვს კლუბს, გაუშვეს ინგლისში ერიკ ტენ ჰაგთან სამუშაოდ.

ჟურნალისტ სტივ ბეიტსის თქმით, ენტონი "აიაქსის" მაისურით მოედანზე გამოსვლას აღარ გეგმავს.

ფეხბურთელი "უტრეხტის" წინააღმდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რათა ხელმძღვანელობა დაარწმუნოს, რაც შეიძლება მალე გახდეს იგი ხელმისაწვდომი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
28 აგვისტო 2022 07:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
რა აქ ამ ჩემისას ისეთი რო სანჩოზე და გაკპოზე მეტი ღირს.აიაქსი ეხლა უბრალოდ 1 ადგილს ათამაშებს.ხო იციან რო ვინც კი გაყიდეს ყველა მაგარი ფარჩაკი აღმოჩნდა,კერ კიდევ ჰუნტელაარით და სტეკელენბურგით დაწყებული
0
№2
ავტორი: PaLoMo
28 აგვისტო 2022 07:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
მადა ჭამაში მოდისო ისე ჭირს აიაქსს თუმცა ბოლოს ისე იქნება გლახა ძაღლმა არც თვითონ ჭამა სა არც სხვას აჭამაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Dato kutaisi
28 აგვისტო 2022 07:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ასე გაიგიჟებენ თავს და მერე 30-40-ებში ყიდიან
0
№4
ავტორი: Lalana
28 აგვისტო 2022 10:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ასე უაზროდ რატომ იციან გადაკიდება ფეხბურთელებზე?ძალიან კარგი ბიჭია ენტონი მაგრამ 100 მილიონი და მითუმეტეს უფრო მეტი არ ღირს.იყიდონ გაკპო და მომავალ წელს იქნება თუ ზამთარში ისევ შეეცადონ ამის გადმოყვანას.ან და აგერ ნიუკასლში რა მაგრად თამაშობს მაქსიმინი და ერთი შეთავაზება არ გაუკეთებიათ,არა და ფლანგის პრობლემა თავისუფლად მოიხსნებოდა.ასევე პსჟმ ფაბიან რუისის ყიდვას ასრულებს და ესენი კიდევ დეიონგს გადაყვნენ,არა და ცენტრის გასაძლიერებად იდეალური ვარიანტი იქნებოდა თან ასეთ კარგ ფასში.ესენი ისე იზამენ შეიძლება ამ ზაფხულს სხვა ტრანსფერი ვეღარც გააკეთონ და თუ ასე მოხდა მაშინ ძალიან გაგვიჭირდება შეტევაში და ამ შეტევითი პოტენციალით მოვხდებით თუ არა ოთხეულში მაგ საკითხს დიდი კითხვის ნიშანი დაესმება.
0
№5
ავტორი: dzia_David
28 აგვისტო 2022 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ფასები ვსო აღარ მიკვირს მე. რა გაუკეთებია და დაუმტკიცებია ენტონი გორდონს ისეთი თავის კარიერის მანძილზე რო ჩელსი 75 მილიონს იხდის. ისაკი ძაან მომწონს კაი ბიჭია მარა 70? ფოფანა 85 მილიონი. სატრანსფერო ფასების წლიდან წლამდე რაღაც უაზრო არარეალური დინამიკით იზრდება. მბაპეს ლამის უკვე შეიხმა ცოლი მოა****ვინოს. 14-15 წლის ბავშვებში იხდიან წინასწარ 50 -60 მილიონებს, 4 წელში ფეხბურთს ითამაშებს ისევ თუ სუდნო ექნება ამოსადგმელი ფეხებს შორის რო არ იციან. ეს რაც ხდება უკვე ბაზარზე ძაან დიდი სისულელეა ჩემთვისაც მარა რეალობა ისაა რომ შეტევაში კაცი გვჭირდება. ახალგაზრდაა ნიჭიერი ტეხნარაა წესით უნდა გამოგვადგეს და 100 გადაიხდიან თუ 127ს მოიყვანონ. საერთოდ არაა სანერვიულო. რაც არ აკლიათ ამათ ფული და შემოსავალია. თუ უნდა გლეიზერებს ცენზურაც მიუციათ ჭამის წინ და ჭამის მერე. მთავარია სატრანსფერო ფანჯარა დანამატის გარეშე არ ჩახურონ ამ უაზრო ვაჭრობაში. აქ ხალხი ბიუჯეტზე და ფასებზე რო ნერვიულობს ხოლმე :დდ 200ს ხარჯავენ 500ს ზევიდან იღებენ. ათასობით საშუალება და მარკეტინგული ხრიკია მაგისთვის.
0
№6
ავტორი: ikeoni
28 აგვისტო 2022 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
antoni viyidet!!!
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
29 აგვისტო 2022 11:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კი იყიდეს მაინც ისე როგორც აიაქსს უნდოდა და
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top