მანჩესტერული კლუბი მარტინ დუბრავკას თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს "ნიუკასლთან". საუბარია დუბრავკას იჯარით დამატებაზე. "ნიუკასლის" მიერ ნიკ პოუპის დამატების შემდეგ დუბრავკა კლუბის მეორე არჩევანი გახდა კარში და "იუნაიტედმა" მოქმედება გადაწყვიტა. ტენ ჰაგს სურს ტომ ჰიტონს და დე ხეას მეტი კონკურენცია ჰქონდეთ გუნდში. ივარაუდება რომ მარტინ დუბრავკა უარზე არაა და პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს.
დუბრავკას წარმომადგენლები "ნიუკასლის" მესვეურებს მიმდინარე კვირაში შეხვდებიან მოსალაპარაკებლად, თვითონ კლუბები ჯერ არ შეთანხმებულან. დუბრავკას კონტრაქტი 2025 წელს იწურება. "წითელი ეშმაკები" ასევე ცდილობდნენ კევინ ტრაპისა და იან ზომერის შეძენასაც. ტრაპმა დაადასტურა რომ შეთავაზება მიიღო, თუმცა "აინტრახტში" დარჩენა გადაწყვიტა.