ტენ ჰაგი მოსვლის შემდეგ თავდამსხმელების მოყვანას ითხოვს. წავიდა კავანი და შესაძლოა რონალდუც მას მიყვეს, ასე რომ მისი მოთხოვნა ამაზე გამართლებულია. ცნობილი გახდა რომ თუ კრიშტიანუ კლუბს დატოვებს, ტენ ჰაგს ორი ახალი შემტევი უნდა. ბრაზილიელი ენტონი უკვე დიდი ხანია "იუნაიტედის" რადარზეა. თუმცა "აიაქსი" მას ფასს უფრო და უფრო უმატებდა. თანაც ენტონის ყოფილ კლუბს "საო პაულოს" ოცი პროცენტი ერგება ტრანსფერიდან, ასე რომ ჰოლანდიელები ვერც 80 მილიონმა ევრომ დააკმაყოფილა.
სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ აშკარა გახდა რომ დანამატები საჭიროა, ასე რომ გლეიზერები უკან აღარ იხევენ. Sky Sports UK-ის ინფორმაციით, "იუნაიტედს" მზად აქვს ამჯერად უკვე 94 მილიონ ევროიანი შეთავაზება თავისი ბონუსებით. Sky Sports News-ს წყაროებმა შეატყობინეს რომ კლუბის მესვეურები ტრანსფერის დახურვას ამ კვირაში ელოდებიან. შეგახსენებთ, თავად ფეხბურთელმა კლუბს უკვე შეატყობინა რომ ინგლისში გადაბარგება სურს.