ერიკ ბაილის "მარსელში" იჯარით ერთწლიანი ტრანსფერის დასრულებას ერთი ნაბიჯიღა აკლია. კოტ'დიუვარელი მცველი უკვე თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და საფრანგეთში ძალიან მალე ჩაფრინდება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ერიკი დღეს დილით გაეშურება მარსელში რათა კონტრაქტზე ხელის მოწერამდე სამედიცინო შემოწმება გაიაროს. კონტრაქტს ბაილის შესყიდვის უფლება დაემატა "მარსელის" მხრიდან, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს ბაილი ფრანგებთან და მოხვდებიან თუ არა ისინი "ჩემპიონთა ლიგაზე".
ყოფილი "ვილიარელის" მცველი იმ მიზნით მოვიდა რომ პიკის წლებს "იუნაიტედში" გაატრებდა მაგრამ ფაქტია, მან პოტენციალი სრულად ვერ წარმოაჩინა. 28 წლის მცველი 2016 წელს ჟოზე მაურინიოს ხელმძღვანელობისას იქნა შეძენილი €30 მილიონი ევროს სანაცვლოდ. პირველ სეზონში მან 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამის შემდეგ მისი კარიერა უკან-უკან წავიდა და ძირითადში თითქმის ვეღარ ხვდებოდა.