თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2022, 11:31
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2108,
კომენტარები: 10
Mirror: ექვსი მოთამაშე გასაყიდთა სიაში
ფეხბურთელები რომლებიც ტენ ჰაგის გეგმებში არ შედიან
Mirror: ექვსი მოთამაშე გასაყიდთა სიაში
"იუნაიტედს" დატვირთული სატრანსფერო ფანჯარის მიუხედავად კიდევ მინიმუმ ორი მოთამაშის შეძენა უნდა, თუმცა ამასთანავე არიან გასაშვები მოთამაშეებიც, რომლებზეც ტენ ჰაგი დიდ იმედებს არ ამყარებს.

ერიკ ბაილი - ერიკი უკვე სკამზეც კი ვერ ხვდება. მას უთხრეს რომ შეუძლია წავიდეს თუმცა 28 წლის მცველის სანაცვლოდ რეალური შემოთავაზება არავის გაუკეთებია. "ვესტ ჰემმა", "მარსელმა" და "მონაკომ" ინტერესი კი გამოხატეს, თუმცა ბაილის კვირაში £100,000 ფუნტ გირვანქა სტერლინგიანი ხელფასი მათთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამ კლუბებს მისი იჯარით დამატება სურთ, თანაც იმ პირობით, რომ მისი ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს "იუნაიტედი" დაფარავს. ამის საპირისპიროდ, კლუბს მისი საბოლოოდ გაშვება უნდა. ბაილიმ 2021 წლის აპრილში გაახანგრძლივა კონტრაქტი და 2023 წლის ზაფხულამდე შეუძლია დარჩენა, თანაც სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს კიდევ ერთი წლით დარჩეს. აღსანიშნავია რომ მცველმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა "პრემიერ ლიგაში".

აარონ ვან-ბისაკა - ჯონსის მსგავსად, მცირეოდენი ინტერესი მის მიმართაც არსებობს. მოთამაშე 2019 წელს "კრისტალ პალასიდან" £50 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ იქნა გადმოყვანილი, თუმცა მას ტენ ჰაგმა კარისკენ მიუთითა. "კრისტალ პალასს" მისი დაბრუნება სულ რაღაც £10 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეუძლია.

ფილ ჯონსი - ფილმა კონტრაქტი 2019 წელს გაახანგრძლივა 2023 წლამდე, 1 წლის დამატების უფლებით. თუმცა, ბაილივით ისიც ძალიან იშვიათად თამაშობს ამის შემდეგ. სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა რომ ჯონსს შეეძლო "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო, მაგრამ ტრავმებმა მას თავის ბოლომდე წარმოჩენის საშუალება არ მისცა. მისდამი ინტერესი არც ისე დიდია და დიდი ალბათობით ის კვლავ კლუბში დარჩება.

აქსელ ტუანზებე - აქსელი ჯერ "ასტონ ვილაში" იყო განათხოვრებული, შემდეგ "ნაპოლიში", თუმცა თავის დამკვიდრება ვერსად მოახერხა. მის მიმართ ინტერესს ამჟამად "ბრაიტონი", "ტრაბზონი" და "ბორნმუთი" გამოხატავენ, თუმცა ჯერაც უცნობია სად გააგრძელებს კარიერას იგი.

ბრენდონ ვილიამსი - ვილიამსი ასევე იჯარით იმყოფებოდა "ნორვიჩში" და კლუბს ამ ზაფხულში დაუბრუნდა, თუმცა ტაირელ მალასიას მოსვლამ და კლუბში ასევე ლუკ შოუს ყოფნამ მისი თამაშის შანსები ფაქტობრივად ნულს გაუტოლა. თუ "იუნაიტედი" დიეგო დალოს ვერ გაუხანგრძლივებს, იგი შესაძლოა დარჩეს რადგან მისი ძლიერი ფეხი მარჯვენაა და მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში.

ჯეიმს გარნერი - ახალგაზრდა ნახევარმცველი განათხოვრებული იყო "ნოტინგემ ფორესტში", დიდი როლიც ითამაშა მათ უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში და "იუნაიტედს" დაუბრუნდა იმ იმედით რომ ძირითადში ხშირად იქნებოდა. სამწუხაროდ, ნახევარმცველი დაიმტვრა პრე-სეზონზე, მას უთხრეს რომ შეუძლია კლუბი დატოვოს თუ იგი მსურველს იპოვის.

წყარო: Mirror
ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Gatika Gatikashvili
23 აგვისტო 2022 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
კაია კაია წმენდა
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 აგვისტო 2022 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ფეხბურთელის განათხოვრებას, როცა ხელფასი მაინც ამათმა უნდა უხადონ, რა აზრი აქვს?! ოღონდ აქ არ იყოს ფიზიკურადო თუ რა მოტივია ვერ ვხვდები.
ვან-ბისაკა ისეთი ზარზეიმითაა ნაყიდი და 10 მილიონადო :(
ძაან ცუდი პოლიტიკა აქვს გუნდს აი ძაან
1
№3
ავტორი: ikeoni
23 აგვისტო 2022 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Კარიერაზე თუარ ფიქრობ და მარტო ხელფასი გინდა კი იქნები რატო წახვალ და არც მიდიან )))
2
№4
ავტორი: K1llsw1tch
23 აგვისტო 2022 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
და ამათ გარდა კიდევ რამდენია მოსაშორებელი...
1
№5
ავტორი: levionok
23 აგვისტო 2022 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რამდენი უკანა მცველი ყავს გუნდს და რათ გინდა?! გადაშვები დროზე გაიშვან და ფსონი მომავლის ფეხბურთელებზე გაკეთდეს
2
№6
ავტორი: bero123
23 აგვისტო 2022 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ბაილი წავიდა მარსელში. ერთწლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლება ექნება მარსელს, ხოლო თუ ლიგაზე გავიდა მარსელი უეჭველი უნდა იყიდოს. ეგეთი პუნქტია ჩადებული როგორც რომანომ დაწერა
2
№7
ავტორი: PaLoMo
23 აგვისტო 2022 15:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
აი მე მაგალითად უილიამსს ვცდიდი მარჯვენა მცველად რადგან მემარჯვენეა და იქნებ გაამართლოს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Old Red Devil
23 აგვისტო 2022 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ბრენდონი,ბისაკა და გარნერი მენანება.სკოტი,ფრედი და ჰარი ნაცენზურა რო ქნან არა??
2
№9
ავტორი: dzia_David
23 აგვისტო 2022 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ვან ბისაკა შეტევაში ვერ დაიხვეწა თორე დაცვით ასპექტში ძაან კაია ბევრს ჩაისვამს ჯიბეში და არ გაატოკებინებს ფეხს. გასაშვებად მაინც მენანება, მითუმეტეს როცა მაგ პოზიციაზე ნორმალური და სტაბილური კანდიდატი არც გყვავს ჯერ.
0
№10
ავტორი: PaLoMo
23 აგვისტო 2022 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dzia_David
ვან ბისაკა შეტევაში ვერ დაიხვეწა თორე დაცვით ასპექტში ძაან კაია ბევრს ჩაისვამს ჯიბეში და არ გაატოკებინებს ფეხს. გასაშვებად მაინც მენანება, მითუმეტეს როცა მაგ პოზიციაზე ნორმალური და სტაბილური კანდიდატი არც გყვავს ჯერ.

ნუ ახი მოსულია ტენი და წესით უნდა დაიტოვოს იქნებ სწავლობს რა იცის?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top