22-08-2022, 06:42
ნანახია: 1216,
კომენტარები: 4
რა გახლდათ ცუდი სტარტის მიზეზი - ტენ ჰააგის განმარტება
სპეციალისტმა რიგი მიზეზები დაასახელა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეთაურმა ერიკ ტენ ჰააგმ განმარტა, თუ რატომ გამოიყურება გუნდი ასე არადამაჯერებლად მისი ხელმძღვანელობით პირველ მატჩებში.
"წითელ ეშმაკებს" პრემიერ ლიგის ახალი სეზონის ორ ტურში გრაფაში ისევ 0 ქულა უწერიათ.
"ბრენტფორდთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდი დამატებითად ავარჯიშა.
"თამაშის დროს დამატებითი სავარჯიშო სესიის ჩატარების გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავინახე, თუ როგორ თამაშობდა გუნდი.
კარგი პრე-წინასეზონი გვქონდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი ფორვარდი ენტონი მარსიალი დავკარგეთ ხოლო კრიშტიანუ რონალდუ ფორმაში არ იყო.
იყო პრობლემები ნახევარდაცვაშიც,
ასევე ვითამაშეთ ცენტრალური მცველების იმ დუეტით, რომლებიც აქამდე ერთად არასდროს გამოსულან მოედანზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მეკარე ასევე არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში“, - თქვა დასასრულს ტენ ჰააგმა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.