"იუნაიტედმა" უკვე ოთხი ახალი მოთამაშე დაიმატა, თუმცა, კლუბი გაჩერებას არ აპირებს. მით უფრო, რომ გარკვეული სიცარიელეები შემადგენლობაში კვლავ არსებობს და მათი ამოვსება აუცილებელია. ერთ-ერთი ასეთი სიცარიელე მეკარის პოზიციაა, ძირითად გუნდში ამჯერად მხოლოდ ორი მეკარე ირიცხება - დავიდ დე ხეა და ტომ ჰიტონი. ტენ ჰაგის აზრით, შესანიშნავი იქნება თუ დავიდ დე ხეა გარკვეულ კონკურენციას იგრძნობს.
ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტენ ჰაგის ინტერესის სფეროში მოექცა პორტუგალიური "ბენფიკას" სასტარტო მეკარე - ოდისეას ვლაჩოდიმოსი. ტენ ჰაგის ყოფილი კლუბი "აიაქსი" ასევე დაინტერესებულია "ბენფიკას" გოლკიპერის სერვისით, ითქვა რომ ტრანსფერი მათ სატრანსფერო ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება აღინიშნოს რომ, მათი ბიუჯეტის შევსება სრულიად შესაძლებელი იქნება თუ ისინი ენტონის გაუშვებენ.