"იუნაიტედის" სამიზნე ენტონი "აიაქსის" დღეს გასამართი შეხვედრის შემადგენლობის მიღმა დარჩა. ჰოლანდიური წყაროები იუწყებიან რომ 22 წლის შემტევის სანაცვლოდ "აიაქსმა" უკვე მიიღო €60 და €80 მილიონი ევროიანი შეთავაზებები, თუმცა ორივე უარით გაისტუმრა და €100 მილიონს ელოდებიან. The Times-ის ცნობით, ფეხბურთელ კლუბი თავდაპირველად სწორედ €80 მილიონ ევროდ აფასებდა, თუმცა რადგან სატრანსფერო ფანჯარა მალე იხურება და მისი შემცვლელის პოვნა ძალიან გაჭირდება დარჩენილ დროში, ჰოლანდიელებმა ფასი აწიეს.
თავდაპირველად ენტონიმ განაცხადა რომ ამჟამინდელი კლუბისთვის ბოლომდე დაიხარჯებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც "იუნაიტედის" მეორე შეთავაზებაც უარყოფილი იქნა, იგი სავარჯიშოდ არ გამოცხადდა, დღეს კი "სპარტასთან" გასამართი მატჩის შემადგენლობაშიც არ იმყოფება. შეგახსენებთ, მცირე ხნის წინ მან ჰოლანდიურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს სრულიადაც არ უარყო მისი ინგლისში შესაძლო გადაბარგება.