ხვალინდელი დღის 20:30 საათი ალბათ სასურველი ისართა წყობაა, რადგან ერთმანეთს ხომ "ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" უპირისპირდებიან.იმის გამო, რომ "ალისფერი ეშმაკები" სრულიად უსამართლოდ გაომეთიშნენ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგას, ისინი ორმაგად მოტივირებულნი არიან, ვინაიდან ახლა მათ გაინაღდეს დღევანდელი ვითარებით პრემიერ ლიგა და გადაერთნენ აღნიშნულ ტიტულზე, რომელიც რთული მოსაგები იქნება, რადგან "ჩელსის" ბარიერია ჯერ გადასალახავი, თუმცა საუკეთესომ ყველა უნდა დაამარცხოს. ალბათ იტყვით რა პირზე აკერა ეს 3-3 სხვა თამაში არ იცისო, მაგრამ ეს თამაში სხვანაირ იერს ატარებდა, ამ თამაშის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ქომაგებიც კი იხრიდნენ ქედს მანჩესტერ "იუნაიტედის" წინააღმდეგ, რადგან ეს იყო საფეხბურთო ზეიმი და სწორედ ამაზე ითქმის მატჩი შედგაო. თავიდან პირველ 3 გოლსაც არაფერი მოასწავებდა და მერე უკვე საოცრად არარეალურად მომეჩვენ ის ფაქტი, რომ "ალისფერმა ეშმაკებმა" 3-ჯერ აიღეს მეტოქის კარი და წონასწორობა აღადგინეს. ახლა ვინმემ, რომ თქვას ასეთ ვითარებისას მანჩესტერი კვლავ 3 გოლს გაიტანს და გათანაბრდება ანგარიშიო, ალბათ გიჟს დაუძახებთ, მაგრამ რა იცი რა ხდება, როცა ასეთი ორი დიდი გუნდი ეჯახება ერთმანეთს ყველაფერია მოსალოდნელი. ეს ხომ უბრალო მატჩი არ არის, ეს ხომ მანჩესტერი - "ჩელსია".ყველაზე ტკიბლად ურთიერთშეხვედრებიდან ალბათ 2008 წლის ფინალი გვახსენდება-გვახსენდება იმიტომ, რომ მანჩესტერის ხელში გადავიდა თასი, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის, ფანისთვის და მოთამაშისთვის არის ოცნება, თუმცა სამწუხაროა, რომ ამას ყველა ვერ აიხდენს. ხვალ იქნება ორი ტიტანის შერკინება და მოთმინებით დაველოდოთ მას.