"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი წუხს,რომ ნაკრებში ჯერ წარმატებას ვერ მიაღწია.
"უკვე 10 წელი გავიდა რაც დიდ ფეხბურთში ვარ.დიდი ხანია ვთამაშობ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში და ყველაფრის მოგება შევძელი რაც კი შეიძლებოდა,მაგრამ ამის მიუხედავად გული მწყდება,რომ ასეთივე წარმატებას ნაკრებთან ერთად ვერ მივაღწიე.ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო."
რუნის სიტყვებს გამოეხმაურა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი.
"რუნი ჯერ მხოლო 26 წლის არის,მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია მას დიდი ფეხბურთელი ვუწოდოთ.ვფიქრობ,რომ ის ნაკრების ღირსეული კაპიტანი გახდება სულ მალე.მან თავის თავი იმ დროს წარმოაჩინა,როდესაც კარგი თაობა მოდიოდა დიდ ფეხბურთში.ესენია : სტივენ ჯერარდი,ჯონ ტერი,ფრენკ ლამპარდი და სხვა." - დანაცხადა ჰოჯსონმა.