სკოტ მაკტომინეის მიმართ, რომელიც დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს, ინტერესი "ლესტერ სიტიმ", "ვესტ ჰემმა", "ევერტონმა" და "ნიუკასლმა" გამოხატეს. "იუნაიტედმა" ახლახან კაზემირო შეიძინა, რომელსაც ძირითადში ადგილი გარანტირებულად ექნება, ძალიან დიდი შანსია იგი ბრაზილიელ ფრედს დაუწყვილდეს ნახევარდაცვაში, ეს ორი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ სოლიდურ დუეტს ქმნიან.
25 წლის სკოტი "იუნაიტედში" ჩატარებულ პირველ სეზონში შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა მის შემდეგ მან რეგრესი განიცადა. "ბრაიტონთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ კი მას პოლ სქოულზის კრიტიკაც ხვდა წილად. პოლის აზრით, ფრედისა და მაკტომინეის ერთად თამაში არ შეიძლება და ტენ ჰაგმა ორივე თუ არა ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა ამოაგდოს ძირითადიდან. მსგავს ვითარებაში სულაც არაა გამორიცხული შოტლანდიელმა კლუბი დატოვოს.