ენტონი მარსიალი ვარჯიშს დაუბრუნდა, მან ტრავმის გამო პირველი ორი მატჩი გამოტოვა, თუმცა როგორც ჩანს მისი ტრავმა არც ისე სერიოზული იყო. კვლავ ტრავმირებულები რჩებიან ერიკ ლინდელოფი და ფაკუნდო პელისტრი. კაზემირო ორშაბათს ასევე ვერ იასპარეზებს რაკი იგი დარეგისტრირებას ვერ ასწრებს. რაც შეეხება "ლივერპულს", მათ რობერტო ფირმინო დაუბრუნდათ. დიდი ალბათობით იგი დისკვალიფიცირებულ დარვინ ნუნეზს ჩაანაცვლებს.
"მერსესაიდელების" მთავარმა მწვრთნელმა მსგავსი კომენტარი გააკეთა საკუთარი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე - "ბობი უკვე ჩვეულებრივად ვარჯიშობს, იგი მზადაა. ნაბი კეიტა კვირის განმავლობაში შეუძლოდ იყო, წინა მატჩი სკამზე გაატარა, ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ყველაფერი კარგადაა".
შეგახსენებთ რომ ლივერპულელები მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან: ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჟოელ მატიპი, ტიაგო ალკანტარა, კონატე, კურტის ჯონსი, დიეგო ჟოტა, კალვინ რემზი, კელეჰერი - ეს იმ მოთამაშეთა სიაა რომლებიც ორშაბათს მატჩს გამოტოვებენ.
ორივე კლუბი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს წლევანდელ სეზონში - "ლივერპულმაც" და "იუნაიტედმაც" საკმაოდ მძიმედ დაიწყეს და სავარაუდოდ "ოლდ ტრაფორდზე" თავს არ დაზოგავენ.