რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა კაზემიროს ტრანსფერი. "იუნაიტედმა" €60 მილიონი ევროსა და გარკვეული ბონუსების სანაცვლოდ, ბრაზილიელი ვარსკვლავი გადმოიბირა.
ტრანსფერი ასევე ოფიციალური განცხადებით დაადასტურა მადრიდის "რეალმაც".
კაზემიროს თავდაპირველად მადრიდის დატოვება არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ESPN-ის ინფორმაციით, "იუნაიტედმა" გაცილებით დიდი ხელფასი შესთავაზა ვიდრე იგი მადრიდში იღებდა და ამ გარემოებამ მას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
კაზემირო "იუნაიტედში" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება, თუმცა მისი ხელფასი არ გაორმაგდება.