"იუნაიტედი" ბრაზილიელ ნახევარმცველში £50,7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, £8.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული. თავად ფეხბურთელმა კი კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, სურვილის შემთხვევაში კი ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ერთი წლით კიდევ გახაგრძლივების უფლება ექნება. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემების გამო კაზემირო "ლივერპულთან" მატჩში ასპარეზობას ვერ მოასწრებს.
დღეს კარლო ანჩელოტიმაც დაადასტურა, რომ კაზემიროს ახალი გამოწვევის მიღება სურს: ,,მას დღეს დილით ვესაუბრე, ახალი გამოწვევის მიღება აქვს გადაწყვეტილი და კლუბს მისი ესმის. მისი პიროვნებისა და იმის გამო თუ რაც გაუკეთებია კლუბისთვის, უდიდეს პატივს ვცემთ.
ჯერ არაფერი გაოფიციალურებულა მაგრამ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, კაზემიროსაც წასვლა ნამდვილად უნდა. ახალი გამოწვევებისთვის თავის გართმევაში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ".
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "რეალის" შემადგენლობაში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ხუთი "ჩემპიონთა ლიგის" მოპოვებაში დიდი წვლილიც შეიტანა. კაზემირო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" მეოთხე შენაძენი იქნება კრისტიან ერიკსენის, მალასიასა და ლისანდრო მარტინესის შემდეგ.