ბოლოდროინდელი სპორტული პრესა აქტიურად უთვალთვალებს "მანჩესტერ იუნაიტედს". ტენ ჰააგის გუნდის ბანაკში მოქმედებები აქტიურ ფაზას იღებს რადგან სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე დაიხურება.
პრემიერ ლიგის საწყისმა ორმა ტურმა აჩვენა, რომ "ოლდ ტრაფორდელების" თერთმეტეული მოწოდების სიმაღლეზე ვერ იმყოფება და რომ შემადგენლობას გადახალისება ნამდვილად სჭირდება გადახალისება.
კლუბის მენეჯმენტი ჯიბეზე ხელის გაკვრას არ მოერიდება, სწორედ ამას მოწმობს დღევანდელი სტატიაც.
როგორც უკვე მოგეხსენებათ გასულ თვეებში ინგლისელები აქტიურად ცდილობდნენ ერიკ ტენ ჰააგის მიერ მოთხოვნილი კადრის დამატებას.
საქმე ეხება ამსტერდამული კლუბის ფეხბურთელს ენტონის. ბრაზილიელის სანაცვლოდ "იუნაიტედმა" იმ დროს 60 მილიონის ევროს შეთავაზებაც გააკეთა თუმცა უარი მიიღო.
ამჯერად "გლეიზერების" კლუბი შეთავაზებას 80 მილიონამდე გაზრდის, თუმცა ჟურნალისტ ბარტ სანდერსის ცნობები იუწყება რომ ეს თანხაც არ იქნება საკმარისი რადგან მიდერლანდელებს ენტონის სანაცვლოდ 100 მილიონის მიღება სურთ.