"მანჩესტერ იუნაიტედს" შესაძლოა ახალი მფლობელი ჰყავდეს. ეს შეიძლება იყოს დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი, ჯიმ რეტკლიფი.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "გლეიზერების" ოჯახი კლუბის აქციების გაყიდვას გადაწყვეტენ. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
აღსანიშნავია, რომ რეტკლიფი უკვე ფლობს ორ საფეხბურთო კლუბს. სამი წლის წინ მან ფრანგული "ნიცას" აქციები იყიდა. გარდა ამისა, ის ფლობს შვეიცარიული "ლოზანას" საფეხბურთო კლუბსაც.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენით ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკია დაინტერესებული. თუმცა, მან ეს ინფორმაცია უარყო.
"მანკუნიელებმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი ორი მარცხით დაიწყეს და ცხრილის ბოლო ადგილსაც იკავებენ.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.