"გლეიზერების" ცნობილმა ოჯახმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" გაყიდვა გადაწყვიტონ. მაისიდან მოყოლებული, ინდუსტრიულ წრეებში მზარდი აზრი გაჩნდა შეხვედრების სერიის შემდეგ, რის შემდეგაც შესაძლოა გარიგება გაფორმდეს, იტყობინება The Independent.
სულ მცირე სამი კონსორციუმი ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედს" უთვალთვალებს და აპირებს "გლეიზერებს" შესთავაზოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბის შეძენის სანაცლოდ შესაბამისი თანხა.
გავრცელებული ჭორების თანახმად ითვლება, რომ "გლეიზერები" შესაძლოა კლუბის 6 მილიარდ დოლარად გაყიდვას დათანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები რეგულარულად საუბრობენ ოჯახის წინააღმდეგ ბოლო წლებში და გუნდის წარუმატებლობას სწორედ კლუბის მფლობელებს უკავშირებენ.