თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2022, 18:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1247,
კომენტარები: 8
ტემ ჰააგი რეშფორდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
რე ბედი ელის რეშფორდს.
ტემ ჰააგი რეშფორდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა მარკუს რაშფორდის მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ჭორების თანახმად, 24 წლის რეშფორდის მიმართ ინტერესს ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" იჩენს. ამავდროულად, "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისელის სანაცვლოდ წარმოუდგენელი ფასიც დაასახელეს რომელიც ნამდვილად არ იქნება მიმზიდველი არცერთი კლუბისთვის.

"რაშფორდი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ძალიან კმაყოფილი ვარ და ნამდვილად არ მინდა დავკარგო ასეთი მოთამაშე. ის ჩვენს გეგმებშია.
მარკუსი რჩება "მანჩესტერ იუნაიტედში"
, - ციტირებს ტენ ჰააგის სიტყვებს სოციალურ ქსელში ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის კურსდამთავრებულია. პირველ გუნდში თავდამსხმელმა 303 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 93 გოლი გაიტანა და 57 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
12 აგვისტო 2022 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
კი კი ეხლა გახდება ეგ მესი და გვიშველის, ისემც დაგაფსი მაგ მელოტ თავზე ტენ ჰააგ რო შენ მაგ ყ//სგან ფეხბურთელი გამოძერწო მაგრამ ფეხბურთელი არ გიყიდეს და მთავარ გუნდში გყავს პიტალო მაგუაერი დაცვის ცენტრში, მაკტოსირფრედი ცენტრში და თავდასხმაში რეშფორდი უნდა იყვნენ და მეტი რა გზა გაქვს, ამ დახეულ ჩინურ გან///ონებს გათრევინებენ კიდე 1 წელი და უნდა მოითმინო და იგივე გზა გაიარო რაც წინა მწვრთნელებმა, ზაფხულში კიდე გიყიდიან რამდენიმე ჩინურ ყ//ეობას, აი როგორიც რაბიოა ეხლა და მორატა და არნაუტოვიჩი და 2 წელში ჩვეულებრივი მე-10 ადგილოსანი გუნდი ვიქნებით, სანამ გლეიზერები არიან ეს არის 2х2
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: GIOMU
12 აგვისტო 2022 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
რაც დრო გადის უფრო არ მესმის ამ კაცის, ამ ეტაპზე ესეც სამწუხაროდ სულშერის და რაგნიკის გზას ადგას. არაა რეშფორდი ტოპ დონის ფეხბურთელი, პროფესიონალური კარიერის დასაწყისში ცოტა გაიბრწყინა და იმის მერე წლებია ველოდებით იგივეს, რადგან ჩვენი აღზრდილია ხო არ უნდა ვანაცვალოთ ყველაფერი, გაყიდეთ სარფიანად ცოტაც დაამატეთ და იყიდეთ ვინმე მართლა კარგი, აგერ აკადემიიდან შესანიშნავი ტალანტი გვეზრდება თან მაგისფლანგზე მოთამაშე, აღარ გვინდა რა ეს რაშფორდი, თუ მყიდველი ყავს უნდა გაყიდნ.
0
№3
ავტორი: Roberto
12 აგვისტო 2022 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 479
ბიჭო რა მიკვირს იცით მეგობრებო?აქ ვინც მოდიოდა მწვრთნელად ყველას თავისი სტილი,მიდგომა და ჟილკა ქონდათ მოსვლამდე.მოსვლის შემდეგ რა ემართებათ ნეტა,რატო გადაუხვევენ ხოლმე გზიდან,რატო ცვლიან მოქმედებას.არასდროს მითქვამს მაგრამ ეხლა ვიტყვი რომ,ჰაგში თავიდანვე მაშინებდა მისი თავდაჯერებულობა,რადგან დიდი ქარიზმითა და ხმაურიანი განცხადებებით გადმოდიოდა,არ არის ეს კაცი ისეთი გამოცდილი და იმ დონის ოსტატი რომ ამ შემადგენლობით გუარდიოლასა და კლოპს შეეჭიდოს.თუ ამ ხის მორებისგან მოინდომებს და დაიწყებს ფეხბურთელების გამოთლას ზუსტად მანდ გვერხევა ჩვენც,რადგან ამ პროცესით რაც დარჩა და ჯერ არ დაკარგულა იმასაც დავკარგავთ,გავა ტყუილა დრო და შედეგი იქნება 0000.ამ შემადგენლობით ძმაო ბაზარი არაა ჰოლანდიაში უეჭველი დადებდა შედეგს,რადგან აიაქსზე ძლიერი თუ არა ნაკლები შემადგენლობა ნაღდად არ გვყავს,როცა აათამაშებს და შეეწყობიან ერთმანეთს ალბათ ევროპა ლიგასაც მოიგებენ და ჰოლანდიის ჩემპიონატსაც მოიგებდნენ უეჭველი.მაგრამ ეს ლეგენდარული იუნაიტედია და უძლიერესი ინგლისის ჩემპიონატი,ასე რომ აქ სულ სხვა კალიბრია და სხვა მასშტაბებზეა საუბარი.ძაან აირია სიტუაცია,სულშერი ან ჟოზე სანატრელი არ გახდეს
0
№4
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2022 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
რომც არ მოგწონდეს აღარ რჩება გუდში შემტევი მოთამაშე და მე მაინც მაქვს იმედი რო წელს ითამაშებს
0
№5
ავტორი: Malboro463
13 აგვისტო 2022 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ფანებს შუა თითი რო უჩვენა მაშინ იყო ეს გასაშვები.
თენ ჰაგზე არ ვიცი რა ვთქვა ამისგან თუ რობენი დაყენება უნდა და მაგუაერისგან სტამის შეწირება მაგ საქმეს. ცოტა მეტი სიმკაცრეა საჭირო. ვერ თამაშობს გაჯმევინე რეზერვებში ათამაშე და დაყენე სხვა. მაგუაერი რასაც აფუჭებს იმაზე უარეს ვინმე ვერ გაკეთებს

მომენატრა ის დრო თამაშის დაყებამდე შემადგენლობას რო აცხადებსენ და ყველა ზვეზდა გვყავდა სკამზე ცალკე
ეხლა უყურე დალოს,ბისაკას,ტარიელს,სკოტს,მაგუაერს,ფრედს ლინდელოფს
0
№6
ავტორი: Old Red Devil
13 აგვისტო 2022 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ეხ ერიკჯან.მგონი ამან სანამ დანიშნავდნენ სწორი თქვა რომ ტრანსფერებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ექნებოდა.რამდენიმე თქვის წინ თქვა ეს და მაშინვე გამიკვირდა აბა რაღატო ნიშნავენ თქო.გამოდის რო ვინუჟდენი უნდა იყვნენ რეში და ჰარი.თორე ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი სერიოზულ სეილს მოაწყობდა 6-7-8 კაცის გაყიდვით და სუ დაიკიდებდა თუ ნაცვლად არავინ მოვიდოდა.შეყრიდა აკადემიელებს და იქ გამოჩნდებოდა რისი უკანალიც აქვს.მაგრამ ვაგლახ ეს არც ოლემ ქნა არც ერიკი შვრება ამას.
0
№7
ავტორი: f.c.mu
13 აგვისტო 2022 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
ამ ასაკში იმედების მომცემი კი არა უკვე იმედებს უნდა ამართლებდეს

მგონი საკმარისად დრო ქონდა

კიდე მწვრთნელებს რო არ დავაბრალოთ, ეს სეზონიც და მომავალში თუ არ დადო შედეგები
უკვე ზამენის კანიდატათ უნდა განიხილებოდეს.

არააა შესაფერისი დონის რაც მანჩესტერს ეკადრება
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2022 09:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რაშფორდმა ძაან მოუკლო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top