2015 წელს მემფის დეპაი ჰოლანდიური ფეხბურთის მთავარ იმედად ითვლებოდა და ის 30 მილიონ ევროდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა რითაც კლუბის იმედადაც იქცა.
თუმცა დეპაიმ იმედები ვერ გაამართლა და გუნდის მაშინდელმა მენეჯერმა ლუი ვან გაალმა შესაბამისი ზომებიც მიიღო და ფეხბურთელი მეორე გუნდს შეუერთა.
აღნიშნულ ისტორიას იხსენებს კლუბის ლეგენდა უეინ რუნი თუ რა დაემართა იმ დროს ჰოლანდიელს და რა იყო მისი შეცდომა.
"მისმინე, - უთხრა შემდეგ რუნიმ დეპაის, - მეორე გუნდი სულ სხვა ატმოსფეროა, იქ უფრო მოკრძალებულად მოიქეცი, არ გინდა მატჩზე მისვლა ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმლით და ყველაზე ძვირადღირებული მანქანით.
მაგრამ დეპაი არ იქნებოდა დეპაი, თუ მოუსმენდა ამ რჩევას"...
-იცი რა გააკეთა? მეორე გუნდის მატჩზე ძვირადღირებული ტყავის კოსტიუმით და როლს-როისით მივიდა. შემდეგ კი მივხვდი, რომ ამ ბიჭს რაღაც სჭირდა", - ციტირებს რუნის სიტყვებს Daily Mail.