კატალონიური გრანდის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კლუბის შეცვლას არ გეგმავს, მაშასადამე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე მისი ალტერნატივის მოძებნაა სატრანსფერო ბაზარზე.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" სწორედ ნევეშს განიხილავენ ფრენკი დე იონგის ტრანსფერის ალტერნატივად, რომელმაც თავის მხრივ უარი თქვა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე.
25 წლის პორტუგალიელი ვულვზში 2017 წლის ივლისიდან თამაშობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
გასულ სეზონში რუბენმა 33 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.