ლისანდრო მარტინესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში თავისი პირველი ინტერვიუც ჩაწერა და კლუბის მენეჯერის ერიკ ტენ ჰააგის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშირა.
სწორედ ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით გაითქვა სახელი არგენტინელმა "აიაქსში" და ახლა, მან ერიკისა და რა თქმა უნდა საკუთარი ინიციატივით, მან "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობის შანსი მიიღო.
"აიაქსში სამი წლის განმავლობაში ტენ ჰააგის ხელმძღვანელობით ვიმუშავე, ამიტომ კარგად ვიცნობ მის საფეხბურთო ხედვას.
ერიკი ძალიან დამეხმარა უკეთესობისკენ სწრაფვაში, ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის. კარგია, რომ ახლა ისევ ჩემი მწვრთნელია.
ტენ ჰააგი ძალიან ინტენსიურ, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. მას გუნდში მომგებიანი მენტალიტეტი მოაქვს", - განაცხადა არგენტინელმა