"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა წინასასეზონო საწვრთნელ სესიებზე გუნდის თავდამსხმელის ენტონი მარსიალის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
"ის ძალიან კარგად ერწყმის სხვა შემტევ მოთამაშეებს. როცა ამას ხედავ, გაგიმართლებს, როგორც მწვრთნელს. ისინი ერთად წარმოადგენენ საფრთხეს, გუნდს აქვს იარაღი და ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ის ყოველდღე და შემდგომ განვავითაროთ", - თქვა ტენ ჰააგმა.
მარსიალმა ტესტ-მატჩებში კარგი თამაში აჩვენა - სამ თამაშში თავდამსხმელმა ოთხჯერ გაიტანა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა შესაძლოა "იუნაიტედი" დატოვოს, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ახალ სეზონში თავდამსხმელის იმედი თავად ტენ ჰააგს აქვს.
გასულ სეზონში "სევილიაში" იჯარის წესით მოთამაშე ფეხბურთელმა ლა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა პირად აქტივში.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.