"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად კრისტიან ერიქსენი წარადგინა. ფეხბურთელი გულშემატკივარმა კლუბის მაისურით იხილა.
დანიელმა ახალი სეზონის წინ საკუთარ განცდებზეც ისაუბრა: "ოლდ ტრაფორდზე მატჩები ყოველთვის შესანიშნავი იყო. იყო ძალიან რთული ბრძოლები, მაგრამ ეს ყოველთვის კარგი მოგონებებია.
ეს მოედანი ჩემთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული გახლდათ. და საერთოდ, ისეთი დიდი კლუბის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ამ დროს ცოტა საშიშია მოედნის მეორე მხარეს წარმოადგენდე.
იმედი მაქვს, რომ "ბრაიტონთან" მატჩი "იუნაიტედში" ჩემს კარიერაში კარგი დასაწყისი იქნება. "ოლდ ტრაფორდი" ამისთვის იდეალური ადგილია", - აცხადებს დასასრულს ერიკსენი
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.