Mundo Deportivo-ს ცნობით, მემფისის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან რეალურია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ფეხბურთელი "პსვ ეინდჰოვენი"-დან "მანჩესტერ იუნაიტედში" 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი დატოვა, რადგან სათანადო დონეზე ვერ ითამაშა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპაი ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ორი ტოპ-კლუბით არის დაინტერესებული. საუბარია "არსენალზე" და "ტოტენჰემზე", რომლებიც ასევე აცხადებენ ჰოლანდიელის ტრანსფერზე ვაკანსიას.