მორიგი შეფასება ფეხბურთელებისგან. დიოგო დალოს შემდეგ კლუბის მთავარ მენეჯერს ერიკ ტენ ჰააგს ლუკ შოუც აფასებ და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
შოუმ კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტს განუცხადა: "გუნდი ჯერ არ არის იმ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს. თუმცა, ბოლო კვირეებში ყველაფერი წინ წავიდა.
მწვრთნელმა იცის რა სჭირდება გუნდს, მას თავისი სტილი აქვს. ყველა მოთამაშეს ესმოდა მისი მოთხოვნები.
ტენ ჰააგი ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ის აქტიურად მონაწილეობს პროცესებში, თუ შეამჩნევს, რომ ფეხბურთელები ვარჯიშის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ შესაბამის ზომებს იღებს.
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი",- აცხადებს დასასრულს ფეხბურთელი".
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.