"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საინფორმაციო წყარო მოხარულია გაცნობოთ, რომ "აიაქსთან" ცენტრალური მცველის ლისანდრო მარტინესის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.
24 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის, მანამდე იქნება ოფიციალურად ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზის დასამზადებელი საჭირო პროცედურები.
ამის შემდეგ მარტინესი ოფიციალურად თვითონ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელსაც "წითელი ეშმაკები" მედიისთვის წარადგენენ.
ლისანდრო მარტინესმა "აიაქსში" სამი სეზონი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მცველმა 118 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და პარტნიორებს ექვსი საგოლე გადაცემაც გაუკეთა.
ლისანდრო არგენტინის ნაკრების წევრიც გახლავთ. თავისი ქვეყნის ძირითად შემადგენლობაში მან 7 მატჩი ჩაატარა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.