"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა კლუბის იმ გეგმებზე ისაუბრა, რაც სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილი პერიოდის გეგმებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ დღემდე, "წითელ ეშმაკებს" სამი ტრანსფერი აქვთ გაკეთებული, მათ კონტრაქტი კრისტიან ერიქსენთან, ტაირელ მალასიასთან და ლისანდრო მარტინესთან გააფორმეს.
"მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოთამაშეების მოწვევა, არამედ საჭირო და მნიშვნელოვანი მოთამაშეების მოწვევა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის გაფორმება შევძელით“, - განაცხადა ტენ ჰააგმა პრეს-კონფერენციაზე.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე განიხილავს ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის შეძენას. გუნდს შესაძლოა შეუერთდნენ "ვილიარეალის" ფეხბურთელი პაუ ტორესი და "ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.