24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ლისანდრო მარტინესი დიდი ალბათობით კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ფეხბურთელმა "აიაქსის" ხელმძღვანელებს ღიად სთხოვა მისი "მანჩესტერ იუნაიტედიში" ტრანსფერისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
Telegraaf-ის ცნობით, კლუბის წარმომადგენლების შეხვედრამ ოთხშაბათს გარიგება უფრო ახლოს მიიყვანა წარმატებამდე და რეალური გახადა.
მხარეები შეთანხმდნენ ტრანსფერის ღირებულებაზე - დაახლოებით 55 მილიონი ევრო, ბონუსების ჩათვლით. გარდამავალი პროცესი მალე დასრულდება.
ლისანდრო მარტინესმა "აიაქსის" მაისურით 118 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელით ლონდონის "არსენალიც" იყო დაინტერესებული.