"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მწრთვნელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა კაპიტნის ვინაობასთან დაკავშირებით და ამ განცხადებიდან გამომდინარე კაპიტანი ისევ ჰარი მაგუაიერი იქნება.
როგორც მოგეხსენებთან მაგუაიერი წინა მწვრთვნელების პერიოდშიც გუნდის კაპიტნის სამკლაურს ირგებდა, თუმცა მისი თამაშის ხარისხი ნამდვილად ვერ არის იმ დონის, რასაც ელის გულშემატკივარი გუნდის კაპიტნისგან, განსაკუთრებით ცუდი აღმოჩნდა ჰარისთვის გასული სეზონი, მიუხედავად ამ ფაქტისა, ერიკ ტენ ჰააგი არ აპირებს მაგუაიერს სამკლაური ჩამოართვას.
" გასული სეზონი რთული გამოდგა მისთვის, ახლა მნიშვნელოვანია ის წნეხი რაც მას აწევს შემცირდეს, მიმაჩნია, რომ მას შეუძლია იყოს ტოპ კლასის მცველი პრემიერ ლიგაში, იგი მეტად უნდა იყოს კონცენტრირებული თავის საქმეზე და ნაკლები წნეხი უნდა იგრძნოს.
გასაგებია რატომაც აირჩიამ სულშერმა ის კაპიტნად, ახლა კი დროა განხილვების მაგივრად კლუბი შეუდგეს შემდეგი სეზონისთვის მზადებას, ეს იქნება საუკეთესო არევანი, მისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევა მხოლოდ ცუდის მომტანი იქნება." - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკ ჩადვიქმა ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში.