ერიკ ტენ ჰააგისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო შორთ-ლისთში სიახლეა. გუნდს ახალი სამიზნე ახლა უკვე იტალიაში გამოუჩნდა. საქმე ეხება "მილანის" ინგლისელ მცველს ფიკაიო ტომორის.
Calciomercato-ს ცნობით, "წითელ ეშმაკებს" სურთ სცადონ 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის შეძენა, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება ამ ეტაპზე არ სურს.
ტომორი "მილანში" თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს, რის გამოც არ ცდილობს გარემოს შეცვლას. შეგახსენებთ, რომ მანამდე მცველი, პრემიერ ლიგაში "ჩელსის" შემადგენლობაში თამაშობდა.
გასულ სეზონში ფიკაიო ტომორმა "როსონერის" შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.