"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ მისი კლუბი აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე, რათა გააუმჯობესოს შემადგენლობა.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" ამსტერდამის "აიაქსიდან" ლისანდრო მარტინესისა და კატალონიური "ბარსელონადან" ფრენკი დე იონგის გარიგებებზე არიან ორიენტირებული.
"რა თქმა უნდა, მინდა გუნდს ენერგია მივცე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. ისინი უკიდურესად კონცენტრირებულნი არიან და ერთმანეთს ძალას აძლევენ. ხედავთ, რომ ფეხბურთის თამაში სიამოვნებთ. მათ სიამოვნებთ ერთად თამაში და ბევრს მუშაობენ.
უნდა ვისწავლო, გავიცნო შემადგენლობა, პერსონალი, ფეხბურთელები. ვფიქრობ, ეს ტურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ჩვენ ორი კვირა გვაქვს, რომ ახლოს ვიყოთ და ერთად ვიმუშაოთ. უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი - მე მინდა მათი უკეთ გაცნობა, ისინი კი - ჩემთან და ჩემს თანაშემწეებთან ერთად ეცდებიან ამას.
გვინდა ვაჩვენოთ აქტიური ფეხბურთი - ბურთით და მის გარეშე. ჩვენი მიზანია ვეცადოთ ამის მიღწევას. შტაბი უხსნის მოთამაშეებს, რომ ყველა სიტუაციაში საჭიროა პროაქტიკულად მოქმედება.
მამაცი გუნდი გვყავს. გვსურს გვქონდეს ბურთი, შევთავაზოთ ერთმანეთს სხვადასხვა ვარიანტები. იგივე ეხება ბურთის გარეშე მუშაობას - ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ კარგი პრესინგი. - ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-საიტი ტენ ჰააგის სიტყვებს.
ჯერჯერობით ინგლისურმა გრანდმა მხოლოდ ერთი ტრანსფერი დაასრულა, როტერდამის "ფეიენორდი"-დან მცველი ტაირელ მალასია დაიმატა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.