თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2022, 15:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1036,
კომენტარები: 7
ესპანელებს "ლონდონელთა" წინადადება უფრო მოეწონათ
ესპანელებმა არჩევანი გააკეთეს.
ესპანელებს
კატალონიური "ბარსელონა" ამჯობინებს რომ თავისი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ლონდონის "ჩელსის" მიჰყიდოს. მოგეხსენებათ ნიდერლანდელის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს.

ჟურნალისტ ხავი მიგელის თქმით, "ლურჯბროწეულისფერებს" არისტოკრატთა წინადადება უფრო მოსწონთ ვიდრე "გლეიზერების" კლუბის.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" ცოტა ხნის წინ შეუერთდა დე იონგის ტრანსფერისათვის გამართულ რბოლას. მანამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედი" კვირეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს "ბარსელონასთან", თუმცა კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ.

დე იონგი ძალიან მოსწონს "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს, რომელიც ახალგაზრდა ჰოლანდიელს ცენტრალურ ნახევარდაცვაში გრძელვადიან პერსპექტიულ მოთამაშედ განიხილავს.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
9 ივლისი 2022 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
როგორც წავიკითხე ასპილიკუეტას და ალონსოს სთავაზობბს + 51 მლნ ფუნტი, სანამ ამათ გაიღვიძეს და რამე მოიფიქრეს, თვალწინ აახევს ჩელსი ფაქტიურად, თან ლიგაზეც არაინ, მოკლედ არაა ამათი საშველი. ზოგადად მე პირადად დიდად არც მინდოდა ამის გადმოსვლა, კაცი იძახის ბარსაში მინდაო, არ უნდა აქ გადმოსვლა და ეგეთი ძალით მოყვანილი ფეხბურთელებით რომ ვერ მივაღწიეთ ვერაფერს როდის უნდა ისწავლონ ჭკუა, არც სკაუტი არ ყავთ წესიერი, ვეღარც აკადემია ქაჩავს, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
0
№2
ავტორი: Mishiko82
9 ივლისი 2022 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ამ გუნდში ვისი ვისაშია ვერ გაიგებ რაა, დაანებონ ამ დე იონგს თავი პოგბას მეორე სერიაა რა, სავიჩი მოიყვანონ მაგარი ბიჭია.
0
№3
ავტორი: sancho6666
9 ივლისი 2022 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 198
ბოელი არის პიტაალო

მოუნტი

კოვაჩიჩი

ჯორჯინიო

კანტე

ჰავერცი

გალაგერი

ჩიკი

და დაიონგ იმატებენ

არადა დაცვაში ჩილველი დატრამვულია
ალონსო
რუდიგერი
აპილიკუეტა
კრისტენსენი. წავიდნენ გუნდიდან

ტიაგო სილვა 38 წლისაა.რის ჰეიმსი რო დაიმტვრეეს ტიპეებს 1 მცვეელი რჩებაათ მთლიან განაცხადში ვიღააც ჩალობააო თუ რაღაცა ანუ ტუხელს ამეტაპზე 3 მცველიც არყავს განაცხადში

იგივე ფორვარდები ლუკაკუ გაუშვეს ვერნერი მიდის ზიეჩიც ფორვაარდიც არყაავთ

და ეს ბოეელი ყიდულოობს დეიონგს აი პიტალოააა გლეიზერებზე პიტააალო
0
№4
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2022 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ესეც დაუსრულებელი სატრანსფერო საგა გაიჩითა
0
№5
ავტორი: ManchesterU
10 ივლისი 2022 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ბიჭებო მარტო მე დავაკვირდი თუ თქვენც აკვირდებით ყოველი წლის სატრანსფერო ფანჯრებზე ესეთი საგა და სერიალი რო იჩითება 90% მთავარ როლში ჩვენი გუნდია სულ. სასაცილოა მართლა გადავიდეს ეს ჩემისაც მალე ან თქვას რო არსად არ გადადის ან რაღაცა თორე შევწუხდით ამ დაუსრულებელი ქინძობით ესეც არ მყავვდეს მართლა ზიდანი, კარგი ფეხბურთელია ბაზარი არააა მარა ისეთიც არაფერი რო ეს გადმოვა და ჩვენი გუნდი რადიკალურად შეიცვლება არააა ეგეთი ფეხბურთელი სანჩო და საერთოდაც ეს აიაქსის და დორტმუნდის ფეხბურთელები ბოდიში და გაიკეთონ უკან თავისი გაბერილი ფასებით, მაგრამ ჯუდი ბილინგემი იყო ამ გუნდის ძალიან დიდი შეცდომა რო არ ვიყიდეთ თუ გახსოვთ მაგ ბიჭს ჩვენ გვიკავშირებდნენ და აღარ მახსოვს ჩვენ უარი ვთქვით და სხვა დავითრიეთ. ეხლა ეგ ბიჭი 150 მილიონი ღირს 18 წლის სასწაული ტალანტიაა გეგონება 26 27 წლის არისო ისეთ დონეზე თამაშობს.
0
№6
ავტორი: dybbuk
10 ივლისი 2022 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: ManchesterU
ბიჭებო მარტო მე დავაკვირდი თუ თქვენც აკვირდებით ყოველი წლის სატრანსფერო ფანჯრებზე ესეთი საგა და სერიალი რო იჩითება 90% მთავარ როლში ჩვენი გუნდია სულ. სასაცილოა მართლა გადავიდეს ეს ჩემისაც მალე ან თქვას რო არსად არ გადადის ან რაღაცა თორე შევწუხდით ამ დაუსრულებელი ქინძობით ესეც არ მყავვდეს მართლა ზიდანი, კარგი ფეხბურთელია ბაზარი არააა მარა ისეთიც არაფერი რო ეს გადმოვა და ჩვენი გუნდი რადიკალურად შეიცვლება არააა ეგეთი ფეხბურთელი სანჩო და საერთოდაც ეს აიაქსის და დორტმუნდის ფეხბურთელები ბოდიში და გაიკეთონ უკან თავისი გაბერილი ფასებით, მაგრამ ჯუდი ბილინგემი იყო ამ გუნდის ძალიან დიდი შეცდომა რო არ ვიყიდეთ თუ გახსოვთ მაგ ბიჭს ჩვენ გვიკავშირებდნენ და აღარ მახსოვს ჩვენ უარი ვთქვით და სხვა დავითრიეთ. ეხლა ეგ ბიჭი 150 მილიონი ღირს 18 წლის სასწაული ტალანტიაა გეგონება 26 27 წლის არისო ისეთ დონეზე თამაშობს.

თვითონ თქვა უარი აქ გადმოსვლაზე, განვითარების პონტში დორტმუნდი მირჩევნიაო
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივლისი 2022 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე სასაცილოა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top