გარკვეული ხანია ერიკ ტენ ჰააგი და მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიური გრანდიდან, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ფრენკი დე იონგის გადაბირებას ცდილობენ თუმცა უშედეგოდ.
სპორტულ პრესას თუ დავუჯერებთ, ამის მიზეზი არაერთი გახლავთ. თავდაპირველად მიზეზად ფეხბურთელის მიერ გამოხატული იგნორი გახდა გადასულიყო "ნისლიან ალბიონზე".
შემდეგ იყო სატრანსფერო თანხაზე დავა რასაც ზედ დაერთო ესპანური კლუბის პრეზიდენტის ხუან ლაპორტას განცხადება რომ თითქოს ფეხბურთელი არ იყიდება.
სიტუაცია ისევ იცვლება საქმეში ლონდონური გრანდი, ტომას ტუხელის "ჩელსი" ერთვება. გერმანელ სპეციალისტს თავისმხრივ სურს რომ დე იონგი საკუთარი შემადგენლობის რიგებში იხილოს.
როგორც ჩანს "იუნაიტედი" და "ჩელსი" ერთმანეთს მოედანს გარეთ სატრანსფერო ფანჯარაზეც დაუპირისპირდებიან.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.