ბრენდან როჯერსის "ლესტერის" ნახევარმცველი, იური ტილემანსი ერთდროულად რამოდენიმე ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
მიიხედავად იმისა, რომ "არსენალი" აქტიურ რეჟიმში აწარმოებს "მელიებთან" მოლაპარაკებას, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლას გეგმავს.
ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელი "მეთოფეებთან" პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა, თუმცა ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ინგლისური მედიის ცნობით, არსებობს მიზეზები, რომლის გამოც ფეხბურთელი შესაძლოა "მანჩესტერულ" ბანაკში აღმოჩნდეს.
ბელგიელ ფეხბურთელს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომ ახლა "ლესტერს" აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ მოთამაშის სანაცვლოდ არცთუ ისე მცირე თანხა გამოიმუშაოს.
გასულ სეზონში ტილემანსმა პრემიერ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.