ტაირელ მალასიას გაფორმების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა პოტენციური ტრანსფერების ძიებასა და მათი სისრულეში მოყვანას ცდილობს.
დიდი ალბათობით ინგლისური გრანდის შემდეგი ახალი სახე "ბრენტფორდის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი იქნება, რომელიც "წითელ ეშმაკებთან" სამ წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
რაც შეეხება მომდევნო სამიზნეს, ეს გახლავთ ამსტერდამის "აიაქსის" შემტევი ძალა ენტონი, რომელიც ტენ ჰააგის პირადი სამიზნეც გახლავთ.
სპეციალისტს მისი ყოფილი შეგირდის ხილვა "ოლდ ტრაფორდზეც" სურს, თუმცა საქმე არცისე მარტივადაა.
ნიდერლანდურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ იმაზე მეტის მიღება სურს ვიდრე ეს "გლეიზერების" კლუბმა შესთავაზა.
60 მილიონი ევრო, ეს ის თანხაა რომელზეც მათ უარი განაცხადეს, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმშია, როგორც ჩანს "მანჩესტერელებს" ტრანსფერის წარმატებით დასასრულებლად აღნიშნული თანხის კიდევ უფრო გაზრდა მოუწევთ.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.