"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი კლუბის ხელმძღვანელობას, ამსტერდამის "აიაქსის" მცველის, ლისანდრო მარტინესის შეძენას სთხოვს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდურ კლუბზე ზეწოლას თავად მარტინესიც ანხორციელებს, რათა საშუალება მიეცეს შეუერთდეს ინგლისურ გრანდს.
ტენ ჰააგმა "მანკუნიანელების" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მალასისა და ერიქსენის გარიგებებზე შეთანხმების შემდეგ, მას გუნდში მარტინესის მოყვანა სურს.
სპეციალისტს სურს რაც შეიძლება მალე დასრულდეს მარტინესის ტრანსფერი, რათა შეძლოს მასთან მუშაობა პრე-სეზონზე, რაც საშუალებას მისცემს მოთამაშეს თანდათან მოერგოს ახალ გუნდს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.