მიუხედავად იმ დიდი იმედგაცრუებისა, რაც "იუნაიტედმა" "ჩემპიონთა ლიგიდან" გამოვარდნის შემდეგ განიცადა, ერთ-ერთი მნიშვნელოვან თემად რჩება ფანტასტიური ატმოსფერო "ოლდ ტრაფორდზე".
რიო ფერდინადნმა მას უწოდა ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრობა, მათ შორის, რაც ოდესმე უნახავს. რაშიც ყველა დაეთანხმება ვინც ესწრებოდა "რეალ მადრიდთან" მატჩს, ეს ნამდვილად შესანიშნავი სანახაობა იყო.
შედეგი "წითლებისთვის" სასურველი ანგარიშით ვერ დამთავრდა, თუმცა ამას არ დაუჩრდილავს ფანების შესანიშნავი გარჯა. გულშემატკივრების მხარდაჭერა უყურადღებოდ არც რაიან გიგზს და სერ ალექს ფერგიუსონს დარჩენიათ.
ამ ვიდეოში კარგად ჩანს როგორ უჭერენ მხარს გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდს მატჩის დაწყებამდე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მსგავს სანახაობას შემოგვთავაზებენ "ინგლისის თასის" მეოთხედფინალურ მატჩში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ.