4-07-2022, 13:47
ნანახია: 2156,
კომენტარები: 19
სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია
ნახევარმცველი ტენ ჰააგის გუნდს მალე შეუერთდება.
ფრენკი დე იონგის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილი დილემის წინაშე დადგა. კლუბს ესპანელებმა უარი განუცხადეს.
კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ ღიად განაცხადა, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი არ იყიდება და რომ ისინი მის შემარჩუნებას ბოლომდე ეცდებიან.
ამის შემდეგ "წითელი ეშმაკების" რადარები დანიელი ნახევარმცველის კრისტიან ერიკსენის მიმართ უფრო აქტიურად ამუშავდნენ და მეტიც.
დღეს გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ინგლისელებმა ფებურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მაშ ასე საუბარია 3 წლიან კონტრაქტზე რომელსაც ერიქსენი "ოლდ ტრაფორდელებთან" სულ მალე გააფორმებს. ინფორმაციას The Athletic იუწყება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.