"მანჩესტერ იუნაიტედის" სათადარიგო მეკარე დინ ჰენდერსონი ოფიციალურად "ნოტინგემ ფორესტს" შეუერთდა. ამის შესახებ SkySports-ი გუნდის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კარის დარაჯი ახალ კლუბში იჯარის წესით 2023 წლის ივნისამდე დარჩება.
კონტრაქტით მოთამაშის ხელშეკრულების შესყიდვა არ არის გათვალისწინებული. ამასთან, სტივ კუპერის გუნდი დაფარავს ფეხბურთელის ხელფასის ყველა ხარჯს.
ჰენდერსონმა "წითელ ეშმაკებში" გასულ სეზონში სამი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა. პორტალი Transfermarkt ინგლისელის საბაზრო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.